• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, უახლოეს დღეებში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ გერმანიაში ან თურქეთში გადაიყვანენ.

„ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია. განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ“, - განაცხადა ჯაბაურმა.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 


თეგები :