• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ნაძვის ხე ტრენდული და გემოვნებიანია... რა ვიცი, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით

თბილისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ კახა კალაძის "ფეისბუქლაივში" ისაუბრა:

"ვულოცავ თბილისს. ასეთი სილამაზე, ჩემი აზრით, საამაყოა. არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული „იოლკა“ ვერ დავდგით, რა ვიცი. ასეთია, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. უამრავი ადამიანია და მე მინდა, ასეთი გახარებული იყოთ, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც კახი არ იძინებს დღე და ღამე, ისე არ უნდა დაიძინოს არავინ, რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.


თეგები :