• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

"მითხარი ახლა ბატონო ჩხენკელო, რანაირად გამოდის ეს ხარბი ოლიგარქი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილი?"

გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"- ბიჭო, ექვთიმე სიღარიბეში ცხოვრობდა და ქართულ საგანძურს უვლიდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიული საგანძური გადაარჩინა.

- ბიძინა ფუფუნებაში ცხოვრობს და ქართულ საგანძურს ანადგურებს. ჩვენი ქვეყნის ისტორიული საგანძური (საყდრისი) ააფეთქა.

- ექვთიმეს საჭმლის ფული არ ჰქონდა და მილიარდების ქონება დაუბრუნა საქართველოს.

- ბიძინას მილიარდები აქვს და საჭმლის ფულს აცლის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ხოდა, მითხარი ახლა ბატონო ჩხენკელო, რანაირად გამოდის ეს ხარბი ოლიგარქი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილი?" - წერს კაპანაძე.


თეგები :