• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

"ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს" - სამეგრელოში 3 შვილის დედა, 32 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქმარს პოლიცია ეძებს

საზარელი შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, სოფელ შამგონაში. 32 წლის ქალი, დეპუტატის სახლში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუბუამ მიაგნო.

მეზობლები ამბობენ, რომ ეკა მიქავას ქმარი, ბაკურ სორდია სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო " ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელიც ოჯახის ახლობელია. ქალი ბოლოს სწორედ მაჟორიტარის სახლში ნახეს. ის ნაცემი იყო და ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კიახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ქალს ცემის შედეგად უმძიმესი დაზიანებები აქვს.

"ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა" - აცხადებს დაღუპულის მამა. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, "ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს."

ეკა მიქავა ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო.

გარდაცვლილის ქმარი ამ დრომდე მიმალვაშია. მამაკაცს პოლიცია ეძებს.


თეგები :