• თბილისი
  • 7°C
  • 23 იანვარი, 2020
article

თბილისის საკრებულოს წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე: ან იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ერეკლე კუხიანიძე ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პროვოკატორებს უწოდებს. საკრებულოს წევრმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!" - წერს კუხიანიძე.


თეგები :