• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

"მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა, გააძლიეროს.

"მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :