• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

"გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას" - სადაზღვევო კომპანია "არდის" პოზიცია

კომპანია "არდი" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაზღვევის პოლისით უფასოდ სარგებლობდა. 

"ცესკოსთან არდის ჰქონდა 1 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა  2017 წლის 01 იანვარს და დასრულდა იმავე წლის 31 დეკემბერს. 

ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი თამარ ჟვანია დაზღვეული იყო საოჯახო დაზღვევის პაკეტით, რომელშიც იხდიდა ზუსტად იმდენს, რაც იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული და  რასაც იხდიდნენ მისი სხვა თანამშრომლებიც, ვინც ანალოგიური პროგრამით სარგებლობდა.

თქვენი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია უფასოდ სარგებლობდა არდის დაზღვევით, არ შეესაბამება რეალობას", - ნათქვამია "არდის" მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, "არდის" ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ცესკოსთან ხელშეკრულების დადების სანაცვლოთ, თამარ ჟვანია დაზღვევის უფასო პოლისით სარგებლობდა. 

"არდიში დაუშვებლად მიგვაჩნია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება, კომპანიის უსაფუძვლოდ დადანაშაულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


თეგები :