• თბილისი
  • 14°C
  • 24 თებერვალი, 2020
article

„დიღომში მოხდა საზარელი ფაქტი და ზუსტად მიუთითებს იმაზე თუ როგორ საზიზღარ რეჟიმში ვცხოვრობთ“

„დიღომში მოხდა საზარელი ფაქტი და ზუსტად მიუთითებს იმაზე თუ როგორ საზიზღარ რეჟიმში ვცხოვრობთ“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, 15 წლის ბავშვმა, რომელსაც სკოლის კედელზე წარწერის გამო პოლიცია დანაშაულის აღიარებას აიძულებდა და ახლობლებისთვის პრობლემის შექმნით ემუქრებოდა, მეცხრე სართულიდან გადმოხტა. 

„15 წლის ბავშვს სკოლის კედელზე Fuck you -ს დაწერის გამო პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აიძულებდა დანაშაულის აღიარებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში ძმის და დედისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.

ამ მუქარიდან რამდენიმე საათში ბავშვი მეცხრე სართულიდან გადახტა და ახლა სიკვდილს ებრძვის.

დიღომში მოხდა ეს საზარელი ფაქტი და ზუსტად მიუთითებს იმაზე თუ როგორ საზიზღარ რეჟიმში ვცხოვრობთ.

ადრე, დემურ სტურია გახადეს პოლიციელებმა იძულებული თავი მოეკლა (ფარულ თანამშრომლობას სთხოვდნენ).

წავუყრუეთ...

მერე თბილისის ზღვაზე ზუსტად იგივე პრობლემის გამო ახალგაზრდა კაცმა ჩამოიხრჩო თავი.

ესეც გავატარეთ.

ცოტა ხნის წინ, კაჭრეთში პოლიციელებმა ცემით ამოხადეს სული მამაკაცს.

დავივიწყეთ.

შედეგად კი პოლიციის კიდევ ერთი მსხვერპლი - 15 წლის ბავშვის ტრაგედია მივიღეთ...

ხვალ ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბავშვის ან დემურ სტურუას ადგილას“, - აღნიშნავს კაპანაძე.


თეგები :