• თბილისი
  • 14°C
  • 24 თებერვალი, 2020
article

კალაძე "რიყის დოქებზე:" რამდენჯერმე შევხვდი ბიზნესმენებს და ფართის 1 ლარად გადაცემა შევთავაზე, თუმცა ინტერესი არავის გამოუჩენია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "რიყის დოქების" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ.

"რამდენჯერმე შევხვდი ბიზნესმენებს და ფართის 1 ლარად გადაცემა შევთავაზე იმ პირობით, რომ პროექტი დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა ინტერესი არავის გამოუჩენია.... როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, 18-20 მილიონი სჭირდება. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის რთულია. რასაც გარედან ვხედავთ, შიგნით არის დაუმთავრებელი ოთხსართულიანი შენობა. იქ ძალიან დიდი სიბინძურეა, შესაბამისად, ამას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კალაძემ.

"რიყის დოქების" ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, ამ დრომდე უფუნქციოა. 


თეგები :