• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო.

ანდრია სარია აცხადებს, რომ მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს. მეუფე გრიგოლთან შეხვედრის შემდეგ ანდრია სარიას საკითხი სამღვდელმთავრო კომისიაში განიხილეს და პირველი გაფრთხილება მისცეს.

მღვდელმონაზონი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და კომისიისგან ოქმს ელოდება, ასევე ელოდება პატრიარქის პასუხს, თუ სად გამწესდება მღვდელმსახურად.

 

 


თეგები :