• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეჩერებას გამოკითხულთა 56% მხარს არ დაუჭერდა - იპსოსის კვლევა

გავლენიანი ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია "იპსოსი" ფორმულას დაკვეთით მორიგ კვლევას ატარებს. 

ტელეკომპანიის და "იპსოსის" თანამშრომლობის ფარგლებში კვლევა საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე გამოკითხულთა დამოკიდებულებას უკვე რამდენიმე კვირაა ავლენს. 

ამჯერად კითხვა, ინტერვიუს დროს კვლევის ავტორებმა ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავისა და მისთვის მანდატის ჩამორთმევაზე დაუსვეს. შედეგები ამგვარია:

გსმენიათ თუ არა მიმდინარე საგამოძიებო და სასამართლო პროცესების შესახებ ნიკა მელიას მიმართ?

დიახ - 77%

არა - 19%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 4%

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების პროცესს, გამოკითხულთა 36% ფიქრობს რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. კითხვაზე პასუხი არ აქვს, არ იცის 20%-მა.

კითხვაზე თქვენ რომ იყოთ პარლამენტის წევრი, დაუჭერთ თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებას?

56% ამბობს რომ დანამდვილებით არ დაუჭერდა მხარს

ალბათ არ დავუჭერდი მხარს - 10%

ლბათ დავუჭერდი მხარს - 6%

ნამდვილად დავუჭერდი მხარს - 28%

კვლევის ცდომილების ზღვარი 95 %-იანი სანდოობით არის 4.38 მეასედი %. მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე "ფორმულას" დაკვეთით კომპანია "იპსოსი" საზოგადოებრივი აზრის კვლევას განაგრძობს და მომდევნო შედეგებს მომავალ კვირას წარმოგიდგენთ.

წყარო


თეგები :