• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა კომერციული და სარისკო გარიგებებისთვის. ნებისმიერი აქტივობა თქვენი პოპულარობისა და ავტორიტეტის ზრდას ემსახურება. თქვენი პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის.

კურო

ეს დღე მთლიანად დასვენებას უნდა მიუძღვნათ. ახლობლებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. ეცადეთ, ხარისხიანი საკვები მიირთვათ და ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.

ტყუპები

მძიმე და სახიფათო დღეა. ვარსკვლავები ამ დღეს აქტიურობისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ნებისმიერი ახალი საქმე და წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. შესაძლოა, ძველმა ვალებმა ან ვალდებულებებმა თავი შეგახსენოთ. გამორიცხული არაა პრობლემები ოჯახურ ურთიერთობაში. გადაჭარბებულმა კატეგორიულობამ შეიძლება სიტუაცია გაართულოს.

კირჩხიბი

მშობლებთან ან შვილებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით. მოსალოდნელია ეჭვიანობის სცენა ან ფულის გამო კამათი. ეცადეთ, ძველი წყენა დაივიწყოთ და მიუტევოთ. გირჩევთ, საღამო მეგობრების ან ნათესავების წრეში გაატაროთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან პაემნისთვის, ზოგადად, რომანტიკული შეხვედრებისა და ინტიმური ურთიერთობისთვის. ყველაფერი ხელს გიწყობთ საკუთარი უნარების გამოვლენაში. თქვენი სიმამაცე და პინციპულობა კარგ შედეგს მოგცემთ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

ქალწული

მძიმე და სახიფათო დღეა. დიდია ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რისკი. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ვალდებულებებს. მგზავრობა და მივლინება სხვა დროისთვის გადაიტანეთ. უარი თქვით ძვირადღირებულ შენაძენზე და საერთოდ, ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი ძველ პარტნიორებთან ძველი ვალდებულებების გამო. გამორიცხული არაა აგრესია პარტნიორების მხრიდან და მოულოდნელი პრობლემები. კარგი ჯანმრთელობა და თავდაჯერებულობა კონფლიქტების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

აქტიური დღეა. მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად განვითარდება. დაუგეგმავი ხარჯის გამო მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. საშუალო ასაკის თაობა უმცროსი და უფროსი თაობების პრობლემებს საკუთარ თავზე აიღებს. არაკეთილმოსურნეებისა და შურიანი ადამიანებისგან შეიძლება დაზარალდეთ. ეცადეთ, ზუსტად ამოიცნოთ მტერი და მისი სისუსტეები და რაც შეიძლება მალე გააქრეთ თქვენი მხედველობის არეალიდან.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ოჯახური ურთიერთობებისა და გართობისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ პირად ცხოვრებაში წარმატების შანსს. შესანიშნავი დღეა სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი პარტნიორის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

დღის განმავლობაში ერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც ყურადღების კონცენტრირებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვალდებულებებს ადამიანებთან გაკავშირებთ. ბევრი თხის რქა დაღლილობას იგრძნობს. ეცადეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

მერწყული

რთული დღეა, რადგან დაავადების განვითარებას ან გამწვავებას უკავშირდება. ეცადეთ, მხედველობა არ გადაღალოთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ. შესაძლოა, ვიღაც თქვენმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ძალიან გაანაწყენოს. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური მუშაობა.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღოთ, რომელიც გაიძულებთ, სადღაც გაემგზავროთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზომიერება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ მეტისმეტ მიჯაჭვულობასა და ემოციურობას იმედგაცრუება მოსდევს ხოლმე.


თეგები :