• თბილისი
  • 8°C
  • 27 იანვარი, 2020
article

ლევან გოგიჩაიშვილი „ევროპაბეთის“ ახალ კამპანიაზე: ბიზნესმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფო აკეთებს, ჯერი პარლამენტზეა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროეტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგას სახელმწიფომ, რომელიც ხედავს ამ პრობლემას და არ აგვარებს. კი ბატონო, ბიზნესმა გადმოდგა ნაბიჯი და უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფო აკეთებს, ახლა ჯერი პარლამენტზეა. არასერიოზული იქნება, რომ ამის შემდეგ გადაწყვატილება არ მიიღოს პარლამენტმა. რაც შეეხება ახალ პროეტქს, მათი კომპანია და მათი გადაწყვეტილებაა, დანარჩენს თავად მომხმარებელი შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, რათა რეკლამის მეშვეობით კიდევ სხვა ახალგაზრდების ჩართვა არ მოხდეს აზარტულ თამაშებში. სამარცხვინოა, კომპანიები იღებდნენ გადაწყვეტილებებს და პარლამენტს ეს საკითხი არ აინტერესებდეს. მთავარი გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.


თეგები :