• თბილისი
  • 36°C
  • 08 ივლისი, 2020
article

"ჩვენ უნდა დავკავდეთ სექსით, იმისთვის, რომ სხვა ადამიანების საცვლებში ხელების ფათურის სურვილი გაგვიქრეს" - გურამ შეროზიამ ახალი კლიპი გადაიღო, სადაც ერს აქტიური სექსუალური ცხოვრებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

ბლოგერმა, გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეორგოლი განათავსა, სადაც სექსზე მღერის. შეროზია აცხადებს, რომ ამ ვიდეორგოლით სექსუალური რევოლუციის მოხდენა სურს.

"ეს სიმღერა, საქართველოში გამეფებულ გლობალურ პრობლემას ეხება, რომელიც სექსის დემონიზებას და სექსუალური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას გულისხმობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ყველა ჭორის საბაბი და ყველაზე მეტი ეპითეტის მქონე, გამოსავალი მარტივია: ჩვენ უნდა დავკავდეთ სექსით, იმისთვის, რომ სხვა ადამიანების საცვლებში ხელების ფათურის სურვილი გაგვიქრეს.

სექსი არც კარგია და არც ცუდი, ის ბუნებრივი მოვლენაა, ჰოდა შეაჩვიეთ ყური და თვალი, დროა დაგროვებული ენერგია სწორი მიმართულებით გავანაწილოთ! წარმატება მისურვებია!" - წერს შეროზია ვიდეოს აღწერაში.


თეგები :