• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოპონენტ ქალებს დასცინა და სოციალური ქსელში მისი აზრით "არამორალური" ფოტოები გამოუქვეყნა

მარიამ კუბლაშვილმა, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ადვოკატი ოპოზიციას აკრიტიკებს. კუბლაშვილმა წერილს პოლიტიკური ლიდერების და აქტივისტების ფოტოებიც დაურთო.

ადვოკატის წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების ავტორების უმრავლესობამ წერილის ავტორი პათოსი არ გაიზიარა და ის საკუთარი მოსაზრებების გამო გააკრიტიკა.

მარიამ კუბლაშვილი ინტერნეტ-მომხმარებლებს კომენტარებში რამდენჯერმე გამოეხმაურა. ადვოკატმა ოპონენტი ქალების ნაწილს, მათი "ფეისბუქ" პროფილიდან კომენტარებში პირადი ფოტოები გამოუქვეყნა, სადაც ქალები მოკლე კაბებსა თუ საბანაო კოსტუმებში პოზირებენ. "თქვენი საზოგადოება," - დაწერა კუბლაშვილმა ცინიკურად.

ადვოკატის საქციელმა მომხმარებლების ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია.

"რისი თქმა გსურს, მარიამ, მშვენიერი გოგოა," "სოფლის ჭორიკანა დედაკაცი ხართ, იუმორი და უტაქტობა რომ ვერ გაგირჩევიათ, საინტერესოა, კარგს და ცუდს როგორ არჩევთ?" "აუცილებლად პასუხს გაგებინებდით ასეთი საქციელისთვის," "დაბალი ინტელექტის და შეგნების "ადვოკატი" ხარ," "ამ ფოტოებს იურისტი აქვეყნებს? რა სიმდაბლეა. უკანონობის გარდა, ადამიანის ფოტოების დაუკითხავი გამოჭენება და "დაცინვის" მცდელობა უბანძესი საქციელია, "ქალი ქალებს ასე ვერ იტანდეს, პირველად ვნახე," - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

მარიამ კუბლაშვილი ხელისუფლების მხარდამჭერ წერილებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ის დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატიცაა, რომელიც თანამშრომელ ქალზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.


თეგები :