• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. ამის შესახებ ინფორმაციას პატიმრის ადვოკატი ავრცელებს.

ილია ჯანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ კობა ომანაძეს ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

ადვოკატი ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ოქტომბრის მერე შიმშილობდა.


თეგები :