• თბილისი
  • 8°C
  • 27 იანვარი, 2020
article

კახა კალაძე: ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ეტყობა "გერმანული მოდელის" ჩამოსატანად არის წასული

"გერმანული მოდელის" ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.

არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები :