• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა.

შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები.


თეგები :