• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე თვალს ხუჭავენ"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს.

"თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელევიზიით, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დემონსტრანტებს სცემენ, კლავენ, აზიანებენ, შლიან წყლით, გაზით, ჯოხებით და სასტიკად უსწორდებიან. აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირე ეპიზოდი მოხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“,- აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ფაქტები ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროსახელისუფლებო აზერბაიჯანულ პორტალზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე იყო საუბარი. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობის სამართლიან თუმცა, ზოგჯერ "სასტიკ მეთოდებს" საერთაშორისო საზოგადოება არ აკრიტიკებს. "რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის“,- წერს სტატიის ავტორი.


თეგები :