• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

კახა კალაძე შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რეჯიო ემილიაში ის საწარმო დაათვალიერა, სადაც საქართველოს დედაქალაქისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებები და თბილისის მთავარი ნაძვის ხე მზადდება.

კახა კალაძემ საწარმოში მიმდინარე სამუშაოები მოქალაქეებს ფეისბუქლაივის საშუალებით აჩვენა.

„დედაქალაქი საახალწლოდ იქნება ძალიან ლამაზად განათებული, ყველანაირად მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს, კახა კალაძის თქმით, ის თითქმის 25 მეტრის სიმაღლის იქნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იტალიურმა კომპანიამ (IDO SRL) „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.


თეგები :