
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა
- "პრესა.ჯი"
- 13:41 19.11.2019
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"არსებული მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის რეზერვის კაპიტანია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში", - ნათქვამია განცხადებაში.
15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.