• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

კახა კალაძე: მე აქციის მონაწილეებისათვის არ მიჩვენებია შუა თითი... სხვას ვაჩვენე...

მე აქციის მონაწილეებისთვის არ მიჩვენებია შუა თითი. ეს იყო გავრცელებული ფეიკ-ნიუსი... სხვას ვაჩვენე და ის სხვა ახლა აქ არის. სირცხვილია ასეთი სიყალბის გავრცელება, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მედია დაინტერესდა, რატომ მიმართა მერმა აქციის მონაწილეებს უცენზურო ჟესტით.

ვიდეო, სადაც თბილისის მერი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებს, დღეს გავრცელდა.

კახა კალაძე ამჟამად წინამძღვრიშვილის ქუჩაზე იმყოფება, სადაც ძველი სახლების რეაბილიტაციის პროცესს ათვალიერებს.


თეგები :