• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ის გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მთავრობის ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამდივნოს მუშაობა.

"ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ​ ​ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული წევრი ჩვენი გუნდის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 12 აპრილიდან გახდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა სოფო ჯაფარიძემ.


თეგები :