
ხარაგაულში მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
- "პრესა.ჯი"
- 21:56 11.11.2019
ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის კაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს. ბრალდებული სკოლის მასწავლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას.