• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

"ქართული მარშის" და ვასაძის მხარდამჭერები კინოთეატრ "ამირანში" შეჭრას ცდილობენ - "ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა"

ამ წუთებში, კინოთეატრ "ამირანთან" დაძაბულობაა.

ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდამჭერები პოლიციისგან კორდონის გახსნას ითხოვენ. ისინი სკანდირებენ: "საქართველო" და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. 

პოლიციამ შეკრებილებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას რომ "ამირანთან" სპეცრაზმი მივიდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ბევრი მაყურებელი, რომელსაც ბილეთი აქვს, შექმნილი ვითარების გამო კინოთეატრში შესვლას ვერ ახერხებს.

"გალერია თბილისთან" კი ფილმის ჩვენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. მათ კინოთეატრ "კავეასთან" პარაკლისი გადაიხადეს.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.


თეგები :