• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

"ეს გენიალური ფილმია, "ოსკარზე" ნომინირებული ხელოვნების ნიმუში და ყველამ უნდა ნახოს!"

ოპერის ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას საქართველოში ასე ეხმაურება:

"ხელოვნება და ხელოვნების ასეთი ნიმუშები არ უნდა იყოს ზედმეტი კამათის და განხილვის საგანი!

ეს გენიალური ფილმია და ყველამ უნდა ნახოს!

უნდა ნახოს იმიტომ რომ ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია. იმიტომ რომ ყველა სიყვარულის და ღვთის შვილები ვართ!

ნომინირებულია ეს ფილმი ოსკარზე,იქნებ ამან მაინც მოგილბოთ გული მათ ვინც ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებით!" - წერს მომღერალი.


თეგები :