• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

შსს სწავლობს შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნებს. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, — განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ჰომოფობიური ჯგუფები გეი დრამის ჩვენების ჩასაშლელად ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდნენ.

ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია დღეს გამოიძახა. როგორც დიმიტრი ლოქრთიფანიძემ განაცხადა, კინოფილმის აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.