• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

რეჟისორი ლევან აკინი: ჩემი მშობლები წარმოშობით თურქეთელი ქართველები არიან... ეს ფილმი ჩემი სიყვარულის წერილია საქართველოსადმი

მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის  წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბის მოთხრობით მსურდა ქართული კულტურის წარმოჩენა, - ამის შესახებ წერს ფეისბუქზე ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს რეჟისორი ლევან აკინი, რომლის პრემიერა საქართველოში დღეს 8 ნოემბერს გაიმართება.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერს დღეს, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება.

ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები და ეკლესიები კატეგორიულად გმობენ ფილმს და გეგმავენ ადამიანებს, რომელთაც ფილმის სანახავად ბილეთები შეიძინეს, კინოთეატრებში შესვლა აუკრძალონ.

აბსურდია, რომ ადამიანებს, რომელთაც ბილეთები შეიძინეს, სიმამაცის გამოჩენა სჭირდებათ და ამავე დროს ძალადობის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის ნახვა სურთ.

მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის  წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით  მინდოდა ქართული კულტურისთვის ახალი აზრის შეძენა, რომელმაც თავის თავში ყველა უნდა მოიცვას და არა  - ზოგიერთი.

მაგრამ სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი საპროტესტო აქცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ დგომა", - წერს ლევან აკინი.

ლევან აკინი წარმოშობით ქართველი რეჟისორია, რომელიც შვედეთში ცხოვრობს. 

აკინი ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ წარმომავლობაზე საუბრობს. რეჟისორის თქმით, მისი მშობლები წარმოშობით ქართველები არიან, თუმცა თურქეთში დაიბადნენ, 1960-იანი წლებიდან კი შვედეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.


თეგები :