• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"პატრიარქი სექსუალური კავშირისთვის შოკირებულ ადამიანებს დუმილისთვის ფულს აძლევდა"

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა, ამბობს, რომ პატრიარქი სექსუალურ კავშირს ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელდება.

ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცაავა ამბობს, რომ ბევრი ადამიანი იყო შოკირებული და დაზიანებული.

შეკითხვაზე თუ ვინ არიან ეს ადამიანები, პეტრე ცაავა ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის წევრები.

„ეს ადამიანები არიან, საქართველოს ეკლესიის წევრები. შედიან ეკლესიის მსახურები. ისინი არიან ეკლესიის წიაღში, საპატრიარქოში. მათი ნების საწინააღმდეგოდ, ამას დავარქვათ, ეკლესიური ტერმინით, მამათმავლური ლტოლა. შოკირებული და დაზიანებული არიან ადამიანები“, - თქვა ცაავამ და აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ,

„იყო ისეთი ფაქტები, როდესაც დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, ან ჩუქნიდნენ 1000-დან 2000 ლარამდე. ეს ადამიანები რეაბლიტაციის შემდეგ მივიდნენ და ფული უკან მიუყარეს და ა.შ. არ არის ეს ძველი ისტორია. ყოველ შემთხვევაში ხანდაზამულობა არ აქვს სჯულის კანონს. აქ ხანდაზმულობის პრობლემაც არ არის“, - თქვა ცაავამ და აღნიშნა, რომ მან აღასრულა ღვთის ნება.  

„აღვასრულე ნება ღვთისა. თუ შევეწირები ვიცი, რომ სიმართლეს შევეწირები და ღმერთი გამამართლებს“, - თქვა ცაავამ.


თეგები :