• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ახალნაოპერაციები მამაკაცი კლინიკიდან უკვალოდ გაუჩინარდა

მეცხრე დღეა ოჯახი 63 წლის გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს.

ახალნაოპერაციებმა თამაზ აიაზოვმა ოპერაციიდან 3 დღეში გადასხმის სისტემით და კათეტერით, წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის კლინიკის პალატა ყველასგან შეუმჩნევლად დატოვა.

ინფორმაცია არც საავადმყოფოში აქვთ, არც ოჯახში. არ არსებობს არც ვერსიები. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრებიც, მაგრამ აქ მხოლოდ საავადმყოფოს შიდა პერიმეტრი ჩანს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


თეგები :