• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ირანელი გოგონა, რომელმაც უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ირანის ტელევიზიით იმის მაგალითად უჩვენეს, თუ რას უშვრება ადამიანს სოციალური ქსელები

ინსტაგრამის პოპულარული ირანელი მომხმარებელი საჰარ ტაბარი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ირანში დააკავეს, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში უჩვენეს.

"ბი-ბი-სის" ცნობით, ინტერვიუ ტაბართან ტელეკომპანია IRTV2-ს ეთერში გავიდა, სადაც ის წარადგინეს როგორც იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ადამიანისთვის ცხოვრების დანგრევა სოციალურ ქსელებში პოპულარობის სურვილს.

ინტერვიუში ახალგაზრდა ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. ახლა კი ყველაფერს ნანობს. 

ტაბარი მკრეხელობისთვის, ძალადობის წაქეზებისთვის, ქონების უკანონოდ მოპოვებისთვის, ირანში ჩაცმის კოდექსის შეურაცხყოფისთვის და ახალგაზრდების კორუფციულ საქმიანობაში წახალისებისთვის დააკავეს.  Instagram-ზე მისი გვერდი წაშლილია. 


თეგები :