• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

„მთავარის“ კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ“

„მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, „მთავარი არხი“ დღის წესრიგს ქმნის. 

„გოგაშვილი დაკითხეს აგვისტოს ბოლოს, ამდენი ხანია ვციდლობთ მის ჩაწერას და უარეზეა. გუშინ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ფაქტი, მისი ინტერვიუს გარეშე. დაიწყო მაკა ჩიხლაძე თემაზე მუშაობა და მტკიცებულებების მოპოვება.

აი შემდეგ რა მოხდა...

მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ.

ან პროდიუსერებს თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ჟურნალისტებს, კაცმა რომ გკითხოთ ამ ქვეყნის მთავარი ნიუსმეიკერები ხართ. სხვისი მოპარული თემით ვერც თქვენ გაიზრდებით, თორე ჩვენ რა.. ვქმნით დღის წესრიგს რომელსაც თქვენ დასდევთ“ - წერს მელაძე.


თეგები :

ნოდარ მელაძე