• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

დანიელმა ტურისტმა მოგზაურობის გასაგრძელებელი თანხის შესაგროვებლად, ქუთაისში ფულის თხოვნის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა (ფოტო)

ფოტოგრაფი დავით სინატაშვილი სოციალურ ქსელში დანიელი ტურისტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ქუთაისშია გადაღებული.

"ა ბატონო, ჩამოვიდა ადამიანი დანიიდან ითხოვს ფულს (ჩვენი არ გვეყოფოდა) აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს და სომხეთის დროშებით და რა უწერია იცით ქაღალდზე?

Who Is Better - რომელია უფრო კარგიო?

მარკეტინგის გურუა," - წერს ფოტოგრაფი.

როგორც ირკვევა, ტურისტი დანიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მან ორ მეგობართან ერთად ჩამოვიდა. მეგობრები თბილისშიც იყვნენ, ახლა კი ქუთაისში არიან და ბრაზილიაში წასასვლელად ფულს აგროვებენ. ერთი მათგანი ფულს მუსიკის მოსმენაში იღებს, მეორე სუვენირ მაგნიტებს ყიდის, მესამე კი ქუჩაში დახმარებას ითხოვს. 

ფულის მთხოვნელ ახალგაზრდას წინ ოთხი ჯამი უდევს, თითოეულის უკან კი თითო ვაშლია, რომელშიც საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დროშებია დამაგრებული. წინ ასევე დევს მუყაოს ქაღალდი წარწერით: Wo is Better? ("ვინ არის უკეთესი?").

ნახეთ ფოტო:


თეგები :