• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"მზე ჩავიდა... წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა" - 19 წლის ქართველი გოგონა ინსულტით გარდაიცვალა

სამწუხაროდ, დაავადებები, რომლებიც ადრე ძირითადად ასაკოვან ადამიანებს ემართებოდათ, ბევრად გაახალგაზრდავდა. ასეთი დაავადებები, ბოლო დროს, ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ამჯერად 19 წლის მშვენიერი გოგონა, ლიკა კიკნაველიძე გარდაიცვალა მოულოდნელად. გავრცელებული ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტია. საუბრობენ ასევე ანევრიზმაზე.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეგობრებმასოციალურ ქსელში წერილი გაავრცელეს:

"გოგონა, რომელიც ცხოვრებას შეგაყვარებს, გაგიფერადებს და სხვაგვარი თვალით დაგანახებს. პოზიტივი სილაღე და #ყველა #ფერი კარგი ერთად, აი ასეთ ლიკუნას ჭირდება ჩვენი დახმარება. 13 ოქტომბერს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა კომაშია,

იბრძვის სიცოცხლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან ისევ გაგვიფერადოს ცხოვრება ჩვენმა ციცინათელა გოგომ, ისევ გაიღიმოს და გაგვაბედნიეროს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ მას, ამ სირთულის დაძლევაში. ეკლესიაში, ან თუნდაც სახლში თითო სანთელი დავანთოთ და ერთად ვილოცოთ ლიკა კიკნაველიძის გადასარჩენად..."

სამწუხაროდ, გოგონა კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა... 

"მზე ჩავიდა... წავიდა იქ, სადაც უფრო მეტი სიკეთეა, სინათლე და სიმშვიდე.... გამძლეობა მისცეს ღმერთმა შენს უბედურ მშობლებს ლიკა..." - წერს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.


თეგები :