• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"ირლანდიის ნაკრების ფანებმა საქართველოში არსებული დაბალი ფასებით ისარგებლეს და თბილისში კარგი დრო გაატარეს" (ვიდეო)

ირლანდიურმა გამოცემამ "ექსტრამ" ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიელი ფანების მოგზაურობას სახალისო წერილი მიუძღვნა.

გამოცემამ ირლანდიელი ფანების თბილისურ თავგადასავალს მიძღვნილ სტატიაში ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში მათ "კარგი დრო უტარებიათ".

"ირლანდიელი გულშემატკივრებისთვის ეს კვირა დატვირთული იყო მოგზაურობით, რომელიც თბილისში დაიწყო და ჟენევაში დასრულდა. რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირლანდიამ საქართველო დატოვა. ბევრი მტკიცებულება არსებობს იმ მძიმე ამბების შესახებ, რომელიც გულშემატკივრებს თბილისში გადახდათ“, - წერს ირლანდიური გამოცემა.

"ირლანდია-საქართველოს მატჩი მოსაწყენი იყო, მაგრამ არა - გულშემატკივრების ეს ვიდეო. ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ "ტვიტერში" გამოქვეყნებულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ მწვანე მაისურებით გამოწყობილი მრავალრიცხოვანი ფანები, რომლებსაც თბილისის ბარში სძინავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ერთი გულშემატკივარიც ეცემა, მაგრამ, საბედნიეროდ, მას არაფერი დაემართა. ცხადია, რომ ირლანდიელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ქალაქში არსებული დაბალი ფასებით ისარგებლეს, მაგრამ შვეიცარიაში ასეთი ფუფუნება არ ჰქონიათ," - წერს სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიასთან მატჩი ფრედ დაასრულა. 


თეგები :