• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხვიჩა მაქაცარიას კავკასუს ონლაინის გაყიდვის გეგმა ჩაუშალა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კავკასუს ონლაინის ყველაზე მსხვილ მფლობელს, ხვიჩა მაქაცარიას კომპანიის აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისათვის მიყიდვის სქემა ჩაუშალა. 

გუშინ, კომისიამ განიხილა კავკასუს ონლაინის იურისტების მიერ შეტანილი წერილი, კომპანიის ბენეფიციარების ცვლილების შესახებ და დაადგინა რომ სამი კვირის ვადაში გასხვისებული წილები უკან უნდა დაბრუნდეს. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ გაიზიარა ხვიჩა მაქაცარიას იურისტების თხოვნა - ვადის გაგრძელების შესახებ. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ კავკასუს ონლაინის მეწილეებმა აღებული ფული უკან, სამ კვირაში უნდა დაუბრუნონ აზერბაიჯანელ ინვესტორებს. 

შეგახსენებთ რომ კავკასუს ონლაინის გაყიდვისა და გარიგების დეტალებზე ექსკლუზიურად წერდა პრესა.ჯი. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მაქაცარიას ჰქონდა გეგმა რომ კავკასუს ონლაინის გაყიდვის შემდეგ, რუსებისგან სააქციო საზოგადოება თელასის წილებს გამოისყიდდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს გარიგებაც ჩაიშლება, რადგან კავკასუს ონლაინის (რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელსა და GE დომენს ფლობს), გაყიდვის ვადამ გაურკვეველი დროით გადაიწია.

P.S: პრესა.ჯი კიდევ ერთ ექსკლუზიურ თემაზე მუშაობს, რომელიც ასევე ხვიჩა მაქაცარიას ბიზნეს-ინტერესებსა და ფარულ გარიგებებს უკავშირდება.