• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

"მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს (უმეტესად გოგონებს) მოზრდილი ადამიანების მსგავსად სექსუალურად აცმევენ, კაზმავენ, ღებავენ - თავადაც პათოლოგები არიან" - ფსიქოლოგი ქართველი მშობლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქართველი მშობლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც 7 წლის გოგონა "სექსუალურ" ფორმაში გამოწყობილი ცეკვავს:

"რამდენიმე აზრი მინდა გამოვთქვა ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე - გადააკეთოს ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი, მისი ხშირად დაუკმაყოფილებელი, პათოლოგიური ვნებების მიხედვით.

- თანამედროვე ინტერნეტიზებულ, ბგლობალიზებულ სამყაროში ბავშვებისთვის ( როგორც სუსტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის) უამრავი რისკი არსებობს. ერთ-ერთი რისკი არის პედოფილია.

- პედოფილი უმრავლეს შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი უპირობოდ ენდობა : ნათესავი, მასწავლებელი, სასულიერო პირი, ექიმი და ა.შ

- მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს (უმეტესად გოგონებს) მოზრდილი ადამიანების მსგავსად სექსუალურად აცმევენ, კაზმავენ, ღებავენ - თავადაც პათოლოგები არიან. (ბოდიშს კი ვიხდი ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ასეა და რაც ბევრი გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი მათთვის და მათი შვილებისთვის!!)

- ავადმყოფობას კი, მეგობრებო, მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი არის განათლება.

- მშობლებისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რათა მათ ელემენტარული განათლება მიიღონ ბავშვთა ფიზიოლოგიის, ფსიქლოლოგიის და ასაკობრივი თავისებურების შესახებ.

- მშობლებს ცალკე უნდა ასწავლიდნენ (ან არსებობდეს სახელმწიფო ან ალტერნატიული) სერვისები, სადაც მათ აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადასცენ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვებს ელემენტარული ცოდნა საკუთარი ფიზიოლოგიის შესახებ

- მშობლებს სჭირდებათ სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებითაც სავსეა თანამედროვე სამყარო და ამის შესახებ შვილებთან საუბარი შეეძლოთ," - წერს ფსიქოლოგი.


თეგები :