• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე მაღალი კაცები და ქალები?

დედამიწის რომელი ხალხები მიიჩნევა ყველაზე მაღლებად და ყველაზე დაბლებად? სად ცხოვრობენ ყველაზე მაღალი ქალები და მამაკაცები?

როგორც ირკვევა, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხალხად აფრიკული ტომის, ტუტსის ხალხი ითვლება. აქ მამაკაცების საშუალო სიმაღლე 193 სმ, ხოლო ქალების - 175-ია. თუმცა, მათ არ ჩამოუვარდებიან ჰოლანდიელებიც. ჰოლანდიელი მამაკაცების საშუალო სიმაღლე 184 სმ-ია, ხოლო ქალების - 175 სმ. ტუტსის ხალხის სხეული ევოლუციის პროცესში გამოიწრთო, რათა წინააღმდეგობა გაეწია აფრიკული სტეპების და უდაბნოების ცხელი კლიმატისთვის. ჰოლანდიელების სიმაღლეს კი მათ რაციონში რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით არსებობას და ზოგადად, ჯანმრთელ კვებას უკავშირებენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოქმედებს გენეტიკა, ასევე, ჰოლანდიელების დიდი მიდრეკილება სპორტისადმი. 

მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხალხთა შორის არიან: ბოსნია და ჰეცოგოვინაში და ჩერნოგორიაში მცხოვრები ხალხები. გიგანტების რიცხვში ასევე შედიან: დანიელები, ნორვეგიელები, სლოვენიელები, ჩეხები, ხორვატები და სერბები.

არსებობს ასევე ძალიან მაღალი აფრიკული ტომი, რომელიც მდინარე ნილის ხეობაში ცხოვრობს. აქ მამაკაცების უმრავლესობა 2 მეტრამდეა.

მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე მაღალ ხალხად ითვლებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, თუმცა, ამჟამად სურათი შეცვლილია - აშშ-ის მოსახლეობამ წონაში მოიმატა და სიმაღლეში შემცირდა.

მსოფლიოს ყველაზე დაბალი ხალხიც, ისევე როგორც ყველაზე მაღალი ხალხი, აფრიკაში ცხოვრობს. ისინი პიგმეების ჯგუფს - მბუტის მიეკუთვნებიან. მბუტი ტროპიკული აფრიკის ძალიან დაბალი ნეგროიდი ხალხების ჯგუფში შედის. მამაკაცი პიგმეების საშუალო სიმაღლე 150 სმ-ია. პიგმეები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობენ. მბუტის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დაბალი ტომი ეფეა. აქ მამაკაცების საშუალო სიმაღლე 143 სმ-ია, ხოლო ქალების - 130 სმ. ტომი ეფე 1934 წელს გერმანელი ანთროპოლოგების ექსპედიციის მიერ იქნა აღმოჩენილი. ყველაზე დაბალი ქალები და მამაკაცები ასევე ცხოვრობენ ინდონეზიაში, ბოლივიასა და ფილიპინებში. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მინიატურული ხალხებიც, თუმცა, მათი რიცხვი ძალიან მცირეა და სულ რამდენიმე ასეულს აღწევს. ერთ-ერთი ასეთი ხალხია რუსეთში, მდინარე ენისეის სანაპიროზე მცხოვრები ტომი კეტი. მათი საშუალო სიმაღლე 140 სმ-ია. ასევე ძალიან დაბალ ხალხად ითვლება ცენტრალურ ჩინეთში მცხოვრები ტომი, რომელთა საშუალო სიმაღლე 120 სმ-ია, ბრაზილიისა და პერუს საზღვარზე კი ცხოვრობს ტომი, რომლის წარმომადგენლების საშუალო სიმაღლე 103 სმ-ია.

რაც შეეხება მსუქან და გამხდარ ხალხებს, მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ხალხები წყნარი ოკეანის კუნძულებზე ცხოვრობენ. კერძოდ: ნიუეზე, ტონგაზე, სამოაში. ყველაზე ნაკლები წონის კი, აფრიკის ზოგიერთი ტომები და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხები არიან, კერძოდ, ლაოსელები, აღმოსავლეთ ტომორის და ნეპალის მოსახლეობა.


თეგები :