• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"ჩემი ძმა იძულებული გახადა რომ მოეკლა... ეკლესიაში, მონასტერში დადიოდა ჩემი ძმა, უბანში იკითხეთ, როგორია" - რა განცხადებას აკეთებს ხაშურში მოკლული ქალის მული

ხაშურში მოკლული ქალის ქმრის და, მედიასთან კომენტარს აკეთებს.

30 წლის ნათია გოგალაძის ყოფილი მული აცხადებს, რომ "მისი ძმა ყოფილმა ცოლმა ამ ზომამდე თვითონ მიიყვანა."

"უბანში იკითხეთ როგორია ჩემი ძმა - ეკლესიაში, მონასტერში დადიოდა... ჩემი რძალი იტალიაში იყო წასული. იქედან რომ ჩამოვიდა, ბავშვები წაიყვანა და აღარ ანახებდა. ახალი საქმრო ჰყავდა, ვიღაცა იგორი, რომელიც ჩემს ძმას ბავშვებთან მიკარებას უკრძალავდა... ჩემი ძმა მისმა ყოფილმა ცოლმა გახადა იძულებული რომ მოეკლა," - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის და.

მოკლული ქალის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ 6 წელია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ. "ვიდრე ნათია იტალიაში იყო, ბავშვები მამის ოჯახში იყვნენ. ძალიან ცუდად ექცეოდა ბავშვებს. ერთხელ გოგონას, მარიამს, მამამისმა მაგიდაზე ხელები დაალაგებინა და ჯოხი ურტყა. თუმცა, უცხოეთიდან ჩამოსვლის მერე, რაც ნათიამ ბავშვები თავისთან წაიყვანა, მამისთვის ბავშვები ნახვა არ აუკრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა," - აცხადებს ნათია გოგალაძის ოჯახის ახლობელი.


თეგები :