• თბილისი
  • 14°C
  • 20 ნოემბერი, 2019
article

"სიფრთხილე გამოიჩინეთ დავით-გარეჯზე საუბრისას. ყველას სიტყვას დააკვირდით" - გახარია მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგიო გახარია საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს დავით-გარეჯზე საუბრისას ყველა სიტყვას დაუკვირდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხომაზე ისაუბრა. მისი თქმით, 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.  

პრემიერმა აღნიშნა, რომ  ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტამდე საქართველოს საპატრიარქომ პრემიერ მინისტრს  წერილით მიმართა და დავით-გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.


თეგები :