• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კაცი, რომელმაც აფთიაქებში პრეზერვატივები დააზიანა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს.

ვიდეო, სოციალურ ქსელში მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით - "რითაც შემიძლია გეხმარებით გამრავლებაში."

ვიდეოს, სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

"რა გაცინებთ? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვის ქონებას ბოროტად ანადგურებს. ასე შეიძლება ათობით დაავადება აიკიდოს ვინმემ ისე, რომ აზრზეც არ იყოს და კიდევ უფრო საშინელი, შეიძლება არასასურველი ორსულობა გამოიწვიოს. სად არის ასეთ დროს შსს?" - წერდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

ავტორმა, მოგვიანებით გაავრცელა წერილი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი, პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.

როგორც გაირკვა, ვიდეოს ავტორი 30 წლის ეკონომისტი გიორგი გოგეშვილია. გოგეშვილის თქმით, ამ ვიდეოთი მას მომხმარებლებისა და მაღაზიის მესვეურებისთვის კონკრეტული მაგალითის ჩვენება უნდოდა, თუ რა პროდუქცია სად უნდა იყოს განთავსებული და როგორ პირობებში. "ეს მხოლოდ პრეზერვატივს არ ეხება, იგივეა ბავშვთა კვების საშუალებებიც. ამ ვიდეოს მეშვეობით, ბევრმა დაინახა, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს დაზიანების შესაძლებლობა," - აცხადებს ვიდეოს ავტორი.


თეგები :