• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

რა ქონება იყიდა გახარიას კადრმა - შს მინისტრის მოადგილე ჯავახაძემ, 2012 წლის შემდეგ?

შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ (რომელიც სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას პირადი კადრია) და მისი ოჯახის წევრებმა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორი ბინა იყიდეს, აქედან ერთი 2013-ში, ერთი კი, 2018 წელს. მან ასევე შეიძინა ავტოფარეხიც.

ჯამში, ჯავახაძემ, სიღარიბით სავსე ქვეყანაში, დიღმის მასივში მდებარე ბინებსა და ავტოფარეხში 99 ათას 500 დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით (2.98), საშუალოდ, 296 ათას 510 ლარია.

ნინო ჯავახაძე დღემდე ინარჩუნებს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მიუხედავად იმისა რომ სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია პრემიერი გახდა, ხოლო შს სამინისტროში მასთან მწვავედ დაპირისპირებული გომელაური მივიდა. 

ნინო ჯავახაძე გახარიამ პოლიციაში ეკონომიკის სამინისტროდან წაიყვანა. მანამდე კი რამდენჯერმე დაეხმარა, მათ შორის პლასტიკური ოპერაციის ორგანიზებაშიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ჯავახაძეს ეკონომიკის მინისტრად ამზადებს. არსებობს სამთავრობო გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა გამოეყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. 

ამის შემდეგ, თურნავა ენერგეტიკაში გადაინაცვლებს, ჯახავახაძე კი ეკონომიკის მინისტრი გახდება - გახარიას წყალობით.

გახარია ივანიშვილის დიშვილის, რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოვებული პირის, შმაგი კობახიძის პირადი კადრია. 

შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გახარიას კადრის დასმა შმაგი კობახიძის ანუ რუსული სპეცსამსახურების კლანის გაძლიერებას ნიშნავს.

რაც შეეხება თურნავას, მას ვანო ჩხარტიშვილის გავლენით ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ლობირებს. 

მამაცაშვილის კლანის წევრია შს ახალი მინისტრი გომელაურიც, რომლის დროსაც უპრეცედენტო დანაშაული მოხდა:

2019 წლის პირველ ოქტომბერს, მოქმედმა პოლიციელებმა, დანაშაულებრივი სამყაროს წევრების დავალებით, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმული მოქალაქე გაიტაცეს და კრიმინალებს მიუყვანეს მოსაკლავად. 

პოლიციელების მიერ გატაცებულ მოქალაქეს კი, კრიმინალებმა 30 ჭრილობა მიაყენეს, მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.