• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება თბილისს მცოცავ ოკუპაციაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს მცოცავ ოკუპაციაში ადანაშაულებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება“ ახდენს.

"ქართული მხარე მცოცავი ოკუპაციისთვის დასავლელი დონორების ფინანებს იყენებს და ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირ, ტოტალურ მოსყიდვას. სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება“ ახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები :