• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

რას წერს თადუმაძის უნივერსიტეტელი: უნივერსიტეტი 62-ე სკოლაში იყო გახსნილი. 300 დოლარს იხდიდი და დიპლომი მოგქონდა. სამი კურსელი ვიყავით სულ, ერთი გათხოვდა და ორნი დავრჩით

პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის და მოქმედი გენერალური პროკურორის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც თადუმაძის მტკიცებით, დაამთავრა.

"მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არის, რომ სწავლობდა „ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში“ რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით.

გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო“,- წერს ყალაბეგაშვილი.

"უნივერსიტეტი რამდენად იყო, სამი კურსელი მყავდა, ერთი გათხოვდა და ორნი დავრჩით," - დასძენს კომენტარებში ყალაბეგაშვილი.


თეგები :