• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

"საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ უწოდა რუსეთს ქვეყანა-აგრესორი, ბოდიში უნდა მოიხადოს"

მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტისგან  ბოდიშს ითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გამოსულა ანტირუსული განცხადებებით და საქართველო ხშირად ხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ გამოდის.

"სიგნალი უნდა იყოს ერთი: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ უწოდა რუსეთს ქვეყანა-აგრესორი, უნდა მოიხადოს ბოდიში და განმარტოს საკუთარი პოზიცია“, - განაცხადა ვოლოდინმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან რამე სიგნალი, რომ საქართველო მზადაა, ახსნა-განმარტებები გააკეთოს, ვოლოდინმა უპასუხა: როგორც შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა ასე იქცევა?

"სიტუაციის გამწვავება შეძლეს, შეურაცხყოფის მიყენებაზეც ეყოთ ჭკუა, მაგრამ განმარტებებს არ იძლევიან“, - განაცხადა დუმის თავმჯდომარემ. 


თეგები :