• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ვრცელდება ინფორმაცია რომ ღვინის კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა

კომპანია კახურ ტრადიციულ მეღვინეობას, რომლის ოფიციალური მფლობელი ირმა ნიორაძის ქმრის ძმა, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, ზურაბ ჩხაიძეა, თაღლითოში ადანაშაულებენ. 

კახური ტრადიციული მეღვინეობის კუთვნილ ერთერთ ქარხანაში (რომელიც  სოფელ ველისციხეში მდებარეობს), დამონტაჟებულ სასწორზე,  სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის გამოყენებითაც ჩაბარების დროს ყურძნის წონა ხელოვნურად მცირდებოდა. 

კერძოდ: თუ გლეხი ერთ ტონა ყურძენს მიიტანდა ჩასაბარებლად, ველისციხეში მდებარე ქარხანაში, კახური ტრადიციული მეურნეობის სასწორით ჩასაბარებელი ყურძის წონა ბევრად მცირე გამოდიოდა, რითაც კომპანია პოტენციურ მოგებას ზრდიდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გლეხები დაეჭვდნენ და ხმაური ატეხეს, ადგილზე პოლიცია მივიდა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა აღმოაჩინა და გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობობს.

რთველის დაწყებამდე, პოლიცია ყოველთვის ამოწმებდა ხოლმე ქარხნების სასწორს, მაგრამ ამჯერად რატომღაც გამორჩათ. კომპანიამ კი, წითელ ყურძენზე ჩასაბარებელი ფასი გაზარდა, რითაც გლეხები მიიზიდა, თუმცა, სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობით, წონა ხელოვნურად შემცირდა.

კომპანიაში წონაში მოტყუების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. მეტიც, კახური ტრადიციული მეღვინეობის მენეჯმენტმა გლეხები იქით დაადანაშაულა და განაცხადა რომ სასწორზე დამონტაჟებული მოწყობილობა ყურძნის წონას კი არ ამცირებდა, არამედ, პირიქით - ხელოვნურად ზრდიდა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კახური ტრადიციული მეურნეობის მენეჯმენტის თქმით, მის ქარხანაში, რომლის გახსნას 2014 წელს ღარიბაშვილი დაესწრო, ვიღაც შეიპარა და სასწორზე ისეთი მოწყობილობა დაამონტაჟა, რითაც ყურძნის წონა ხელოვნურად იზრდებოდა, რაც ცხადია, არადამაჯერებელია, რადგან გლეხები ამ კომპანიის წარმომადგენლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ წონაში ატყუებდნენ.

„ჯერ ისედაც გროშებად გვაბარებინებენ ყურძენს. არანაირი ხელშეწყობა მთავრობისგან არ არის და ახლა აღმოჩნდა რომ წონაში გვატყუებდნენ. თუმცა, როდესაც ეს ამბავი გასკდა, შარი აქეთ მოგვდეს“, - გვითხრა ველისციხელმა გლეხმა. 

აღსანიშნავია რომ კახური ტრადიციული მეღვინეობის 100 პროცენტიანი წილი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდამჭერს, ზურაბ ჩხაიძეს ეკუთვნის. 

თუმცა, კომპანიის მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, არაოფიციალური მეწილეა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მას შემდეგ, რაც კახურ ტრადიციულ მეღვინეობას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მილიონები მისცა, წილი მოითხოვა და მიიღო კიდეც.


თეგები :