• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"ბიძინა ივანიშვილის გარეშე მაგის გაკეთება იყო გამორიცხული" - გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მაგის გაკეთება იყო გამორიცხული - ეს პასუხი გასცა პარლამენტის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე დასმულ კითხვას თოქ-შოუ "განსხვავებულ აქცენტებში".

მან მოგვიანებით დააზუსტა, რომ "ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე". მისი თქმით, მტკიცებულებებს ვერ დადებს და ეს მხოლოდ მისი აზრია.

22 ივნისს ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი და მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც "დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა".

გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.

გამოძიების მტკიცებით, კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.


თეგები :