• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

"დედა ახალი წასული ჰყავდა საბერძნეთში" - რა გახდა სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი?

​თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. 14 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა იპოვეს.

გარდაცვლილს ადგილობრივები წყნარ და უკონფლიქტო მოზარდად ახასიათებენ. რა გახდა სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, საუბარი უჭირთ. თუმცა სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები გამოცემა "კვირასთან" ერთ-ერთ ვერსიად გავრცელებულ ონლაინ თამაშს, “ლურჯ ვეშაპსაც” ასახელებენ.

მოზარდის დედა საბერძნეთში სამუშაოდ ახალი წასული იყო. გარდაცვლილი მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.  გარდაცვლილი მოზარდი ჭოგნარის ბადრი ბასილაძის სახელობის საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც “კვირას” სკოლის დირექტორმა, ამირან ელიავამ განუცხადა, ბავშვი სანიმუშო მოსწავლე იყო.

“საუკეთესო ბავშვი იყო, დედა ახალი წასულია არის საბერძნეთს. მოზარდი მამასთან , ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. კარგი ბირობები ჰქონდათ. თვითონ გარდაცვლილი,  ბეჯითი და კარგი ბავშვი იყო. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი. გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა ამირან ელიავამ.


თეგები :