• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულის პატიმრების გამო გამოწეულმა პროტესტმა გამოიწვია.

მისი თქმით, შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს, მანამდე კი მორატორიუმი გამოცხადდეს.

"როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება, წესები როგორ იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადახხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  


თეგები :