• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

NDI: ბოლო 6 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 48% კომუნალურებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% ბოლო 6 თვის განმავლობაში კომუნალურების დასაფარად საკმარისი ფული არ ჰქონდა.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად 51% პასუხობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. 

კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.


თეგები :